წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ, სენატში კი, ადგილებს „დემოკრატებთან“ თანაბრად იყოფენ

აშშ-ში 8 ნოემბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემებით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები ლიდერობენ.

აშშ-ის „რესპუბლიკური“ პარტია, სავარაუდოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში 134 ადგილს დაიკავებს, დემოკრატები - 80-ს. 

„სენატში „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ 40 ადგილი დაიკავეს“,- გამოითვალა CNN-მა.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის აუცილებელია 218 ადგილი, სენატში - 50.

სენატში ორივე მხარის მიერ თანაბარი რაოდენობის ადგილების დაკავების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს რჩება. 

ხმების დათვლა გრძელდება.