NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგი სამიტი ვილნიუსში, მომავალი წლის 11-12 ივლისს გაიმართება.
დღის წესრიგში იქნება თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ასევე უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ცივი ომის შემდეგ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. ვილნიუსის შეხვედრა სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს შესაძლებლობას მისცემს, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად და განიხილონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. ასევე, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - ნათქვამია NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ NATO-ს ამჟამინდელ გენერალური მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება 2023 წლის შემოდგომაზე ეწურება.