ბენ უოლესი: ბრიტანეთი ზამთრის პერიოდში უკრაინის დახმარებას გააძლიერებს

ბრიტანეთი უკრაინის არმიისთვის, ზამთარში დახმარებას გაზრდის.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა Reuters-ს განუცხადა.

დღეს უოლესი, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად, ეწვია ლიდის სამხედრო ბანაკს კენტში, სადაც უკრაინელი სამხედროებს Interflex-ის პროგრამის ფარგლებში წვრთნიან.

მანამდე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას,  უკიდურესი ყინვების პირობებისთვის დამატებით მიაწვდის 12 ათას საძილე კომპლექტს მიაწვდის.