ნიდერლანდები ევროპის სამხედრო დახმარების მისიის ფარგლებში გეგმავს 50-100 ინსტრუქტორის გაგზავნას უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად, იუწყება RTL Nieuws ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ კაჯსა ოლლონგრენზე დაყრდნობით.
პერსონალი უკრაინელ ჯარისკაცებს მოამზადებს ტაქტიკურ მედიცინაში, ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებში.
როგორც ცნობილია, ნიდერლანდების გარდა, უკრაინელ ჯარისკაცებს კიევის სხვა პარტიორებიც წვრთნიან, მათ შორის დიდი ბრიტანეთი.