აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრი სახლი დატოვეს. აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საბოლოოდ დატოვეს თეთრი სახლი, საიდანაც ისინი მერილენდის ავიაბაზას ესტუმრებიან.
გამგზავრებამდე დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის რანგში ბოლო მიმართვა გაავრცელა.
„გვიყვარხართ, კარგად და ჩვენ დავბრუნდებით“, - განაცხადა ტრამპმა გამგზავრებამდე. დონალდ ტრამპი არ დაესწრება ინაუგურაციას, რომელიც აშშ-ის დედაქალაქში რამდენიმე საათში გაიმართება.