NATO-ს სახმელეთო ჯარების სარდლობამ (LANDCOM) საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ლოგისტიკური ოპერაციული დაგეგმვისათვის მობილური სასწავლო ჯგუფის მეშვეობით დაუჭირა მხარი.
ჯგუფი შედგებოდა G4 დივიზიის ოთხი ექსპერტისაგან. საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამართული ერთკვირიანი კურსი ლოგისტიკურ სივრცეში ოპერაციული დადეგმვის საკითხებს შეეხებოდა.
ექსპერტთა ჯგუფმა, ჩატარებული ლექციების საშუალებით, შეიარაღებულ ძალებს გააცნო NATO-ს დირექტივები ლოგისტიკის განხრით, კრიზისებზე რეაგირების დაგეგმვის შესახებ. ექსპერტებმა ლექციები პრეზენტაციებისა და გამოგონილ სცენარზე დაფუძნებული ჯგუფური მუშაობის საშუალებით წარმართეს.
კურსი წარმატებით დასრულდა და როგორც თექვსმეტივე მონაწილემ, ისე ტრენერებმა ძალიან დადებითად შეაფასეს მისი შედეგები. ჯარისკაცისთვის!“, - წერია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სწავლება 24-28 ოქტომბერს ჩატარდა.