ევროკავშირმა მოლდოვის მხარდასაჭერად 250 მილიონი ევროს დახმარება გამოყო. შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტს ევროკომისიის პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტისას მიაწოდა.
- მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ მოგაწვდით დამატებით: 200 მილიონი ევრო თქვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის; 50 მილიონი ევრო საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის; ჩვენ ხელს შევუწყობთ სხვა საერთაშორისო დონორების მობილიზებას.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვმასპინძლობდე ევროკომისიის პრეზიდენტს. მადლობა კრიზისის დროს ურყევი სოლიდარობისთვის და ჩვენი დემოკრატიისა და ევროპული გზის მხარდაჭერისთვის.
დღეს გამოცხადებული 250 მილიონი ევროს დახმარება ხელს შეუწყობს მოლდოვას, უკეთ გაუმკლავდეს ამ ზამთრის გამოწვევებს“, - წერს სანდუ Twitter-ზე.
„ევროკავშირის სოლიდარობა მოლდოვის მიმართ ურყევია. დღეს ჩვენ ვზრდით ჩვენს მხარდაჭერას რუსეთის მიერ გამოწვეული მწვავე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში“, - წერს თავის მხრივ, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.