ეუთოს ანგარიშის თანახმად, შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები კონკურენტუნტული იყო, მაგრამ პოლარიზებული.
უფრო კონკრეტულად, შეფასებაში წერია, რომ 8 ნოემბრის შუალედური კონგრესის არჩევნები იყო კონკურენტული და პროფესიონალურად მართული, ამომრჩევლის აქტიური მონაწილეობით, მაგრამ ასევე მუქარით საარჩევნო მუშაკების მიმართ და ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობისადმი შესარყევად და მისი მთლიანობის უსაფუძვლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად.
მისივე თანახმად, კანდიდატებს შეეძლოთ, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ, მაგრამ შეჯიბრი იყო ძლიერ პოლარიზებული.
ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ერთგულება დემოკრატიული არჩევნებისადმი მძიმე კამპანიაში და პროფესიონალურად წარმართულ პროცესში“, - განაცხადა ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა, მარგარეტა სედერფელტმა.
„სამწუხაროდ, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გაყალბების უსაფუძვლო ბრალდებებს კვლავ სერიოზული შედეგი მოჰყვა საარჩევნო მოხელეების შევიწროებისა და მუქარის თვალსაზრისით. გარკვეული სისტემური გამოწვევები, როგორიც არის საარჩევნო უბნების არათანაბრად გაყოფა, რაც პოლიტიკოსებს აძლევს საშუალებას, აირჩიონ თავიანთი ამომრჩევლები და არა პირიქით, ფულის დიდი გავლენა კამპანიაზე, უნდა მოგვარდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხმების რეალური თანასწორობა“, – აღნიშნავს სედერფელტი.