2022 წელს სურსათის იმპორტის გლობალური ხარჯები 10%-ით გაიზრდება და რეკორდულ $1,94 ტრილიონ შეადგენს. ეს ზეწოლას მოახდენს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლები პროდუქტის ყიდვას შეძლებენ.
FAO-ს თანახმად, ზრდა არაპროპორციულად მოქმედებს ეკონომიკურად დაუცველ ქვეყნებზე. ეს პროცესი მოსალოდნელია მომავალ წელსაც გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სოფლის მეურნეობის მიწოდების მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდება.
„ეს გამაფრთხილებელი ნიშნებია სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით “, - ნათქვამია FAO-ს პროგნოზში.
FAO-მ აღნიშნა, რომ სურსათის იმპორტი დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში 10%-ით შემცირდება.
„იმპორტიორებს უჭირთ მზარდი საერთაშორისო ხარჯების დაფინანსება, რამაც შესაძლოა, მათი მდგრადობა მაღალი საერთაშორისო ფასების მიმართ შეასუსტოს“, - ნათქვამია FAO-ს პროგნოზში.
სურსათის მსოფლიო ფასებმა რეკორდულ დონეს 2022 წლის მარტში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ფასები გარკვეულწილად შემცირდა, 2021 წლის ნიშნულზე მაღალია.