NATO-ში გაწევრიანება უკრაინისთვის უფრო მაღალი პრიორიტეტი იქნება, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება.
ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ Open Zakarpattia ფორუმის დროს განაცხადა,
მოდერატორის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანება უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, ვიცე-პრემიერმა ცალსახა პასუხი გასცა.
„ომის დასრულების შემდეგ NATO-ში გაწევრიანება უკრაინისთვის პრიორიტეტი გახდება“, - განაცხადა სტეფანშინამ.
მისივე თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ NATO-ში გაწევრიანება „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ იქნება და არ საჭიროებს შუალედურ ეტაპებს, როგორიცაა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.
„არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტა ომის დასრულებამდეც გახდეს შესაძლებელი“, - დასძინა სტეფანშინამ.
შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.