ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
- აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება - ზელენსკი
- დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება - შოლცი
„არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებებს. მაგიდასთან ლამაზი ფოტოსთვის დაჯდომა - ეს უკვე იყო, გავაკეთეთ, გამოვცადეთ", - აღნიშნა კულებამ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 განაცხადა, რომ დაასრულა ჯარების გაყვანა უკრაინის სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან.
- ბრძოლის ველზე არსებულ სურათს ბრიტანული BBC აღწერს.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მთავარი ხიდი, რომელსაც რუსული ჯარი ევაკუაციისთვის იყენებდა, განადგურდა. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა, ზოგიერთი რუსული წყარო ამტკიცებს, რომ ისინი თავად დაანგრიეს, გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ.
- რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონიდან გასვლა დაასრულა
- უკრაინული მედია: ანტონოვის ხიდი, რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს
იმავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ათობით ქალაქი და სოფელი დაიბრუნენს და ქალაქ ხერსონისკენ, წინ მიიწევენ.
ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთმა თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიპყრო.
მისი დაკარგვა კრემლისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.