მიმდინარე წლის ცხრა თვეში თურქეთის ეკონომიკაში $9 მილიარდ 282 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) განხორციელდა.
ოფიციალური სტატისტიკით, თურქეთში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იანვარ-სექტემბერში 9 მილიარდ 282 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო წლიური თვალსაზრისით 12,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე დიდი შემოდინება თურქეთში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ესპანეთიდან დაფიქსირდა - $1,5 მილიარდი.
მას მოსდევს შვეიცარია ($636 მილიონი) და ნიდერლანდები ($601 მილიონი).
ეკონომიკის სფეროებს შორის, მიმდინარე წლის სამი კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში დაფიქსირდა, სადაც წლის დასაწყისიდან ინვესტირებულია მთელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35 პროცენტი.
მას მოსდევს გადამამუშავებელი მრეწველობა (23 პროცენტი) და საბითუმო/საცალო ვაჭრობა (21 პროცენტი).
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინვესტიციო სამსახურის ხელმძღვანელმა ბურაქ დადლიოღლუმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქეთშიდადებითი დინამიკაა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ჯერ კიდევ ვერ შეძლეს პანდემიის შედეგების დაძლევა და გლობალური რისკების მინიმუმამდე დაყვანა.
„თურქეთს აქვს ძლიერი და სტაბილური საინვესტიციო გარემო, რაც უცხოელი ინვესტორების ყურადღებას იპყრობს“, - განაცხადა დადლიოღლუმ.