დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლებს G20-ის სამიტზე ბოიკოტი გამოუცხადონ და მოკავშირეებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ The Telegraph-ს ლონდონში და ბრიუსელში ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.
„ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ პარტნიორებთან, რათა დავადგინოთ, რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ყველა ამ დანაშაულზე, სისასტიკესა და უკანონო ქმედებებზე,” - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.
The Telegraph-ის ცნობით, ბრიტანელი და ევროპელი დიპლომატები ბოიკოტს გამოუცხადებენ ლავროვის გამოსვლებს G20-ის სამიტზე და თავს აარიდებენ მასთან შეხვედრას.
„ლავროვი გაიგებს, რამდენად იზოლირებულია რუსეთი", - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი ინდონეზიაში, ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.