მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბატში, ნიგერიისა და მაროკოს წარმომადგენლებმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა გაზსადენის „ნიგერია-მაროკოს“ პროექტი განიხილეს. პროექტის ღირებულება $90.10 მილიარდია.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
ამ სტრატეგიული პროექტის განხილვაში მავრიტანიის,მაროკოს, ნიგერიის, სენეგალის და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ.
ყველამ ინდივიდუალური პრეზენტაცია წარმოადგინა. სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.