აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას შორის გამართული შეხვედრის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.
მდივანმა განიხილა შეერთებული შტატების ურყევი ვალდებულება, დაეხმაროს უკრაინას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის განგრძობითი თავდასხმების შედეგების შემსუბუქებაში.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ განახლების მნიშვნელობა 19 ნოემბერს ვადის ამოწურვამდე და მისი როლი გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდაჭერაში.
ბლინკენმა და კულებამ ასევე განიხილეს უკრაინის ეფექტიანობა ბრძოლის ველზე.
მდივანმა გაიმეორა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკების ჩარჩოს დრო და შინაარსი უკრაინის გადაწყვეტილებად რჩება.