ენტონი ბლინკენს შევხვდი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ენტონი ბლინკენს შევხვდი. როდესაც ვუყურებთ, როგორი სიხარულის ცრემლებით ეგებებიან ხერსონის მცხოვრებლები თავიანთ განმათავისუფლებლებს, ჩვენ მადლიერებას ვგრძნობთ აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის მიმართაც მათი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კულებამ შეხვედრის შემდეგ.