თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლის პოპულარულ ქუჩაზე აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
„აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს. ფიქრობენ, რომ ჩართულია ქალი“, - განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას, დეტალების გარეშე, თუ როგორ მივიდა ამ დასკვნამდე.
მან პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. ერდოღანის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში.
ამასთანავე, აღნიშნა, რომ სტამბოლის გუბერნატორ ალი იერლიკაიასგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სულ მცირე 53 ადამიანი დაშავდა.
ამ დრომდე არსებული ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებული იყო 38 ადამიანი.