საქართველოს ოფიციალური პირები ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას, კამალა ჰარისს კი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავენ.
„ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას“, - წერს გიორგი გახარია.
პრემიერი კამალა ჰარისს ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.
„შეერთებული შტატები საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით", - ეს სიტყვები კი Twitter-ზე დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს კამალა ჰარისს.
„ჩემი გულთბილი მილოცვა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. ვუსურვებ მათ წარმატებას ამ უაღრესად მნიშვნელოვან მისიაში, რომელიც ამ კრიტიკულ დროს უკეთესი მომავლისკენ გაუძღვება. ველი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას“, - აღნიშნავს დავით ზალკალიანი.