თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, ეჭვმიტანილი, რომელმაც სტამბოლის ისტიკლალის გამზირზე ბომბი დატოვა და აფეთქება განახორციელა, დაკავებულია.
"ტერორისტული თავდასხმის შესახებ ბრძანება ჩრდილოეთ სირიიდან, აინ ალ-არაბიდან მოვიდა, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის სირიის შტაბბინა მდებარეობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ თავის მტკიცე და კანონიერ ომს გააგრძელებს", - განაცხადა სოილუმ.
ამ დრომდე არსებული ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 8 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 80-ს აჭარბებს.