აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შეხვდება.
”ვფიქრობ, უდაოა, რომ ჩინეთი, ალბათ, გაკვირვებულიც არის და ცოტათი შერცხვენილიც რუსული სამხედრო ოპერაციების წარმართვით”, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ხვალ იწყება, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე.
სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება.