ლიეტუვამ უკრაინას, თორმეტი M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა.
ამის შესახებ დღეს, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა.
„ლიეტუვის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა, უკრაინაში ჩავიდა“, - წერს ანუსაუსკასი Twitter-ზე და აკონკრეტებს, რომ საუბარია 12 ერთეულ M113 ტიპის ჯავშანტრანსორტიორზე, რომელთაგან 10 აღჭურვილია 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებით.
„ლიეტუვა ასრულებს თავის ვალდებულებებს და ახლა უკრაინაში 62 ერთეული M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი სხვადასხვა დანიშნულებით გაიგზავნა“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.