საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს, უკრაინისთვის აგრესიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს

საქართველო, მხარს უჭერს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უკრაინისთვის აგრესიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციას გაეროს გენერალური ასამბლეის 94-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 14 იყო, 74-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტი უკრაინის მიერ იყო ინიციირებული.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში და უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ყველა დარღვევისთვის.

ამასთან დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციას გაერო-ს წევრების მიერ ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის შესახებ.