ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობს.
CNN NATO-ს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსი აქტიურ კომუნიკაციაშია მოკავშირე პოლონეთთან.
- პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია
- რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.