ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის პირველი მოადგილე,  ალექსანდრე კორნიენკო ავრცელებს.

"აგრესორი ამ სტატუსს ყოველდღიურად აძლიერებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობითა და უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების განადგურებით. თუ ვინმე ტერორისტივით იქცევა, ის ტერორისტია. ზუსტად ასეთია პუტინის რეჟიმი, ასეთია რუსეთი. ამის აღიარება უკვე პირველი ნაბიჯია დასჯისკენ"-  განაცხადა კორნიენკომ.


უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.

რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად ასევე გამოაცხადეს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.