უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამოძიებაში.
უკრაინა მოითხოვს, დაუყოვნებლივ შევიდნენ უკრაინის თავდაცვისა და სახელმწიფო საზღვრის თანამშრომლები აფეთქების ადგილას.
ჩვენ მომხრე ვართ ერთობლივად გამოვიკვლიოთ პოლონეთში რაკეტის დაშვების ინციდენტი. ჩვენ მზად ვართ, გადმოგცეთ რუსული კვალის მტკიცებულება, რაც გვაქვს. პარტნიორებისგან ველი ინფორმაციას, რის საფუძველზეც დაიდო დასკვნა, რომ ეს არის უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა", - განაცხადა დანილოვმა.
15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ პრჟევოდოვოში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.