უკრაინული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს, 16 ნოემბერს, უკრაინელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, Ukrinform.
„ჩვენ გვაქვს პროაქტიური პოზიცია air defense system-ებზე. გვაქვს შეთანხმება ესპანეთთან Hawk -ის სისტემებზე, რაღაც ნაწილი მივიღეთ, დანარჩენი გზაშია. ეს იარაღი აქვს სხვადასხვა სახელმწიფოებს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას აშშ-სთან. ემანუელ მაკრონმაც გვითხრა, რომ უკრაინა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებს მიიღებს. ეს გადაწყვეტილება ჯერ პროექტშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.