უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა ალიანსისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურმა დირექტორმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

"NATO და NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი რუსეთის უკანონო აგრესიული ომისგან. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უკრაინას რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები მივაწოდოთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა.

რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”.

აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.