ცნობილია 6 სახელმწიფო, რომლებიც უკრაინას ახალ შეიარაღებას გადასცემენ

რამდენიმე ქვეყანამ, უკრაინის თავდაცვისთვის საკონტაქტო ჯგუფის მე-7 შეხვედრაზე (რამშტეინის ფორმატი) უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდების შესახებ განაცხადა.

  • კანადა უკრაინას $34 მილიონით დაეხმარება. კერძოდ, საუბარია სამხედროებისთვის ზამთრის აღჭურვილობაზე, დრონების კამერებზე, სატელიტურ სურათებზე.
  • შვედეთი უკრაინას, სამხედრო დახმარების სახით 287 მილიონ ევროს გამოუყოფს. დახმარების პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
  • ესპანეთი უკრაინას დამატებით 2 ერთეული Hawk-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემასა და რაკეტებს გადასცემს.
  • საბერძნეთი უკრაინას, 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის.
  • გერმანია განაგრძობს უკრაინისთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას.
  • პოლონეთი უკრაინას მიაწოდებს საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

„თავისუფალი სამყარო ჩვენთანაა მანამდე, ვიდრე ჩვენ გავიმარჯვებთ. უკრაინის სიძლიერე ახლა არის: გაზრდილი ეკონომიკური პოტენციალი, უკრაინის არმიის უკეთესი მომზადება, თანამედროვე ლოგისტიკა. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს ახალი ინიციატივების მხარდაჭერისთვის", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, Twitter-ზე დაწერა.