უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო უკრაინაში ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰარშ კუმარ ჯაინს შეხვდა.
ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, გალუშჩენკომ ინდურ მხარესმიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მასიური სარაკეტო შეტევებით გამოწვეული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი განადგურების, ასევე, უკრაინელთა დიდი რაოდენობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეზღუდვის შესახებ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგეტიკული კომპანიები დიდ ძალისხმევას მიმართავენ ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად.
„ზამთრამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ჩვენ უნდა აღვადგინოთ ელექტროენერგიის მიწოდების ჯაჭვები, რაც შეიძლება მალე. სიტყვა „გადაუდებელი“ ძალიან სუსტია იმის აღსაწერად, თუ რამდენად სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს", - განაცხადა გალუშჩენკომ.
თავის მხრივ, ინდოეთის ელჩმა უკრაინული მხარე დაარწმუნა სრულ მხარდაჭერასა და მზადყოფნაში, კიევს საჭირო დახმარება მიაწოდოს.
უკრაინაში, ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია რამდენიმე დღეა, არ მიეწოდება. რუსეთის იერიშების შედეგად, ელექტროსადგურების 40% დაზიანდა.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.