ანდრიუს კუბილიუსი: შეთანხმება მიღწეულია, ევროპარლამენტი რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეზოლუციის ტექსტზე, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული.
 
„ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ევროპარლამენტის პოლიტიკურ ძალებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.
 
მთავარი ხაზია:
 
„ევროპარლამენტი რუსეთს აღიარებს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და ქვეყნად, რომელიც ტერორისტულ საშუალებებს იყენებს“, - წერს კუბილიუსი Twitter-ზე.
 
უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს.