ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი ბალისტიკური რაკეტა, იაპონიის ეკონომიკურ ზონის აკვატორიაში, ჰოკაიდოს დასავლეთით ზღვაში ჩავარდა.
ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა.
იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ იაპონური თვითმფრინავებისა ან გემების დაზიანების შესახებინფორმაციას არ ფლობს.
18 ნოემბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ DPRK-მ აღმოსავლეთის მიმართულებით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფხენიანიდან ნასროლმა რაკეტამ დაახლოებით ათას კილომეტრზე იფრინა. სეულში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.