ერაყში, ქალაქ სულეიმანიაშ საცხოვრებელ უბანში, გაზის ავზის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა სამი საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა რამდენიმე სახლი და განადგურდა ხუთი მანქანა.
ამასთან, სულეიმანიის პროვინციის გუბერნატორმა ჰავალ აბუბაქერმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.