შვეიცარია, 1989 წლის შედეგ, ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს

შვეიცარიის შეიარაღებული ძალები, 22-დან 29 ნოემბრის ჩათვლით PILUM 22-ის ფარგლებში, ერთობლივ წვრთნებს გამართავენ, რომელშიც ხუთი ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

მედიის ცნობით, ეს ქვეყანაში 1989 წლის შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები იქნება. 

„ჩვენი მიზანია, კონფლიქტის შემთხვევაში ქვეყნის და მისი მოქალაქეების თავდაცვისუნარიანობა შემოწმდეს“, - განმარტავს შვეიცარიის მთავრობა.

შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად ნეიტრალურ შვეიცარიაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ NAT0-სთან უფრო ღრმა პარტნიორობისა და არმიის გაძლიერების მომხრეთა რიცხვი გაიზარდა.

სექტემბერში, შვეიცარიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირთან და NATO-სთან მჭიდრო თავდაცვისა და უსაფრთხოების კავშირებს მოიძიებენ. ამავდროულად, ტრადიციულ ნეიტრალიტეტსაც შეინარჩუნებენ.