ესტონეთი უკრაინას, 27 საქალაქო ავტობუსსა და 13 ელექტროგენერატორს საჩუქრად გადასცემს.
უკრაინაში ავტობუსების გაგზავნის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, და აღნიშნა, რომ უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ჰუმანიტარული დახმარებაც სჭირდება.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტალინის ხელისუფლებასთან ერთად, უახლოეს მომავალში უკრაინაში, სასწრაფო დახმარების ორი მანქანის გაგზავნას გეგმავს.