აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სოციალურ ქსელში აღდგენილია. ამის შესახებ Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა.
მასკმა ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა. Twitter-ის მომხმარებლებმა ტრამპის ანგარიშის აღდგენას მხარი დაუჭირეს.
მასკის თქმით, Twitter-ის 15 მილიონზე მეტი მომხმარებლის 51,8%-მა ტრამპისთვის აკრძალვის გაუქმებას მისცა ხმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიში 2021 წელს, ძალადობის წაქეზების რისკის გამო დაიბლოკა.
მედია წერს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, Twitter-ზე არ დაბრუნდეს, ადრე განაცხადა, რომ საამისოდ ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს.