ჩინეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან აქვს კარგი ორმხრივი ურთიერთობა და პეკინი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას.
ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა. ელჩის თქმით, ჩინეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან აქვს კარგი ორმხრივი ურთიერთობა.
„ჩინეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო პროცესს და ის აქამდე, არასდროს ყოფილა ამ პროცესების პირდაპირი მონაწილე. ჩინეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან აქვს კარგი ორმხრივი ურთიერთობა. იმედი გვაქვს, რომ ნებისმიერი დავა მშვიდობიანი გზით მოგვარდება. მშვიდობა არის განვითარების საფუძველი. მშვიდობის გარეშე განვითარება ვერ გვექნება“, - განაცხადა ელჩმა.
ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას