გერმანიამ პოლონეთს, საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი შესთავაზა

გერმანიამ ვარშავას, სარაკეტო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“, რათა მას, გასულ კვირას უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმაროს.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა.

„ჩვენ შევთავაზეთ პოლონეთს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების მხარდაჭერა - ჩვენი Eurofighters-სა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, - თქვა ლამბრეხტმა.

სახმელეთო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა Raytheon's Patriot-ი, რაკეტების გასანეიტრალებლადაა შექმნილი. 

ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი.

პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა.

უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.