აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ანგარიში, ცოტა ხნის წინ Twitter-ზე განბლოკეს, სოციალურ ქსელში დაბრუნებას არ გეგმავს.
პოლიტიკოსმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზად „სოციალურ ქსელში მომხმარებლების ვარდნა და ძალიან ბევრი ყალბი ანგარიში", დაასახელა.
ტრამპმა ყველა მხარდამჭერი, თავის სოციალურ ქსელში მიიწვია.
„ქსელზე მომხმარებელთა წვდომა მზარდია და ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე Twitter-ი", - თქვა აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მანამდე Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა გამოაქვეყნა გამოკითხვა, აღედგინა თუ არა დონალდ ტრამპის ანგარიში. კენჭისყრის შედეგები აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის სასარგებლოდ გადაწყდა და მილიარდერმა, პოლიტიკოსის ანგარიში განბლოკა.