დონეცკის რეგიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მაკეევკაში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ხამძარი „ფეთქებადსაშიში საგნის მოხვედრამ“ გამოიწვია.
დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ნავთობის საცავის ტერიტორიაზე, ცეცხლი ორ ცისტერნას მოედო.
ხანძარს 20 ერთეული ტექნიკის გამოყენებით 84 მეხანძრე აქრობდა.
უკრაინის ხელისუფლებას მაკეევკაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.