საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 68.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.9 პროცენტით გაიზარდა და 3 104.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:
ჩინეთი (571.9 მლნ. აშშ დოლარი),
რუსეთი (445.5 მლნ. აშშ დოლარი)
თურქეთი (349.3 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 842.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.1 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 441.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 221.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).
სპილენძის მადნები და კონცენტრატები $842 036.4 ათასი;
ფეროშენადნობები $441 196.7 ათასი;
აზოტოვანი სასუქები $221 683.1 ათასი;
ყურძნის ნატურალური ღვინოები $ 200 258.3 ათასი;
მინერალური და მტკნარი წყლები $91 092.9 ათასი;
ელექტროენერგია $84 338.9 ათასი;
სპირტიანი სასმელები $84 135.2 ათასი;
ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $73 191.1 ათასი;
თხილი და სხვა კაკალი $72 131.2 ათასი;
ოქრო $69 234.5 ათასი;
დანარჩენი საქონელი $925 087.6 ათასი.