თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთს აქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა და ყველა ინსტრუმენტი, რომ გაზის საერთაშორისო ჰაბი გახდეს.
ფატიჰ დონმეზ თქმით, იმ ფონზე, როცა ბევრი მსოფლიო ენერგორესურსების დეფიციტსა და ლოგისტიკის სირთულეებს განიცდის, თურქეთის ენერგეტიკის სექტორში მხოლოდ დადებითი ტენდენცია შეინიშნება.
„თურქეთს აქვს ტექნიკური და ოპერატიული შესაძლებლობები, რომ აამოქმედოს ისეთი დიდი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა TANAP და Turkish Stream. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდების დაწყებასთან ერთად თურქეთის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება.
ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდისა და ახალი მწარმოებელი ქვეყნებისა და მარშრუტების მოზიდვის მიზნით.
ენერგეტიკის საკითხებზე მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან მიმდინარეობს.
თურქეთი არის ყველაზე მომგებიანი მარშრუტი ახალი მილსადენებისა და საბადოებისთვის, რომელიც ფსონს დებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემდგომ გაფართოებაზე“, - განაცხადა დონმეზმა.