თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „სტოკჰოლმში ტერორისტული პროპაგანდის გამო“, შვედეთის ელჩი დაიბარა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, სტაფან ჰერსტრომი სამინისტროში, დედაქალაქ ანკარაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებულმა ელემენტებმა საელჩოს კანცელარიის შენობაზე ტერორისტული პროპაგანდის შემცველი განცხადებები და ფოტოები გამოაქვეყნეს.
თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მომხდარი დაგმეს და მისი გამოძიება მოითხოვეს.
NATO-ში გაწევრიანებაზე, შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად, ივნისში განაცხადეს. გადაწყვეტილება უკრაინასთან რუსეთის ომმა გამოიწვია.
თუმცა, თურქეთმა გააპროტესტა გაწევრიანების წინადადებები და გააკრიტიკა ქვეყნები „ტერორისტული ჯგუფების შემწყნარებლობისა და მხარდაჭერის გამო“.
ივნისში, NATO-ს სამიტზე ქვეყნებს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.