უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი დაიბარა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის ელჩს, იბარებს, რათა უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის ქმედებები დაგმოს. კერძოდ, საუბარია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე.

უკრაინა უნგრული მხარისგან ოფიციალურ ბოდიშს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის უარყოფას ელის.

Ukraine responds to Orban's wearing scarf with map of 'Greater Hungary'

„ვიქტორ ორბანი ფეხბურთის მატჩზე მივიდა აქსესუარით, რომელზეც უნგრეთი იყო გამოსახული უკრაინის ტერიტორიის ნაწილით. უნგრეთში რევიზიონიზმის იდეების პროპაგანდა არ უწყობს ხელს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და არ შეესაბამება ევროპული პოლიტიკის პრინციპებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.