ინდონეზიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 268 გახდა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 268 გახდა. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია.

მედიის ცნობით, მიწისძვრის დროს მოსწავლეები სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ.

5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს 100 კმ-ის მოშორებით მდებარე დედაქალაქ ჯაკარტაშიც.