„გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება

რუსული გაზპრომი უკრაინას ტრანზიტული გაზის „გაუჩინარებაში ადანაშაულებს“ და აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან ევროპაში უკრაინის გავლით მიწოდებას შეამცირებს.

უკრაინის მეშვეობით „გაზპრომი“ აგაზის ძირითად მოცულობას ევროკავშირს აწვდის, რომელთანაც ერთ წელზე მეტია ენერგეტიკულ ომს აწარმოებს და ასევე მცირე მოცულობებს აგზავნის მოლდოვაში.

უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გაზის „გაუჩნარების“ ბრალდებებზე.

უკრაინული ტრანზიტი, Nord Stream გაზსადენზე აფეთქებების შემდეგ, ერთ-ერთი დარჩენილი მარშრუტია, რომლითაც ევროკავშორი რუსულ გაზს იღებს.

უკრაინული ტრანზიტის გარდა, თურქეთზე გადის სამხრეთის დერეფანიც, რომლის გავლითაც ევროკავშირისთვის დაახლოებით იგივე ოდენობის გაზის მიწოდება ხდება, რასაც უკრაინის ტრანზიტით იღებს.