მოსკოვი ნავთობის არ მიაწვდის იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებების ნაცვლად, რუსეთი მარაგებს ბაზარზე ორიენტირებულ პარტნიორებზე გადააახლებს ან წარმოებას შეამცირებს.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე ფასების ზღვრის შემოღებამ და ასევე ენერგეტიკის სექტორის პოლიტიზირებამ შესაძლოა, მხოლოდ დეფიციტი და ენერგომომარაგების პრობლემები გამოიწვიოს.
შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნები, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების დონის გამოცხადებას 23 ნოემბერს გეგმავენ.