ლუქსემბურგმა უკრაინას, HUMVEE-ს ტიპის ჯავშანტექნიკა გადასცა, რომელიც პერსონალის ტრანსპორტირებისთვისაა შექმნილი.
უკრაინისთვის გადაცემული მანქანების რაოდენობა არ ზუსტდება, თუმცა, გამოცემის ცნობით, ჯავშანტექნიკა ლუქსემბურგმა საკუთარი არსენალიდან გამოყო.
ცნობილია, რომ ლუქსემბურგის არსენალში HUMVEE-ს ტიპის 42 ერთეული ჯავშანმანქანა ირიცხება.
ლუქსემბურგმა უკრაინის ძალებს 100 NLAW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემა და 15 სამხედრო კარავიც გადასცა.