ფინეთის ყურესა და არქიპელაგის ზღვაში, ფინეთის საზღვაო ძალების უდიდესი წვრთნები დაიწყო

ფინეთის ყურესა და არქიპელაგის ზღვაში, ფინეთის საზღვაო ძალების ძირითადი წვრთნები დაიწყო. 

წვრთნების მიზანია ფინეთის სანაპიროზე და ბალტიის წყლებზე საერთაშორისო ერთობლივი ოპერაციის ჩატარება და სამხედრო მეზღვაურებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა.

წვრთნებში, 23 საბრძოლო ხომალდი, ასევე ტექნიკური ფლოტის გემები და საზღვაო ძალების და ქვეითი ჯარების რაზმები მონაწილეობენ.

წვრთნის პროცესში, სულ 5000-მდე ადამიანია ჩართული.

სწავლება Freezing Wings-ი ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, რომელშიც ჩაერთვებიან სამხედროები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან და შვედეთიდან.