სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ აზაზში სარაკეტო იერიშს ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა.
ამასთან, ამ დრომდე დაუდგენელია, რომელი ტერიტორიიდან დაიბომბა ქალაქი აზაზი, რომელიც თურქეთის საზღვრის მახლობლად, ისლამისტი მეამბოხეების კონტროლის ქვეშაა.
გავრცელებული ცნობით, სარაკეტო დაბომბვის შედეგად კიდევ ხუთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.