მედია: რუსული საგადამხდელო სისტემა MIR-ი კოლაფსშია

ცხრა ქვეყნიდან ექვსმა, რუსული სგადამხდელო სისტემა მირის გამოყენებაზე უარი თქვა. მედია, ამ ფაქტს, რუსეთის საგადამხდელო სისტემის კოლაფსს უწოდებს. 

„არსებულ ვითარებას შეიძლება ვუწოდოთ „კოლაფსი“ და რუსეთის მცდელობის წარუმატებლობა, შექმნას საკუთარი ალტერნატივა Visa-სა და Mastercard-ზე ფინანსური იზოლაციის პირობებში“, - წერს bloomberg-ი. 

სააგენტოს ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი თავიდან გაკვირვებული იყო, რომ MIR-ის გამოყენებაზე „მეგობრულმა ქვეყნებმაც კი უარი თქვეს. ამიტომ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ამ სისტემის ალტერნატივის ძებნა დაიწყო.